ეკონომიკა

ხადური: თურქეთი საბაჟოს გაფართოებას აპირებს

28 იანვარი, 2014 •
ხადური: თურქეთი საბაჟოს გაფართოებას აპირებს

ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე დამატებითი გასასვლელების მშენებლობა იგეგმება, რადგან თურქეთის მხრიდან სარფის გამშვებ პუნქტზე რიგების გამო ქართველი გადამზიდავები ზარალდებიან:

 

„რაც შეეხება სარფის საბაჟო- გამშვებ პუნქტს, ეს მართლაც პრობლემატურია, რადგან, მოგეხსენებათ, საბაჟო პუნქტი კლდესა და საზღვარს შორის არის გაჭედილი. ჩვენი მხრიდან ბევრი გამშვები პუნქტია, თურქეთის მხარეს კი, ცოტა. მე რამდენადაც ვიცი, თურქეთი ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე საბაჟოს გაფართოებას აპირებს, რაც რიგების პრობლემას მოხსნის“.

 

ნოდარ ხადურის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია, ხოლო ჩილდირ-აქთაშის პუნქტები თურქეთის მხრიდან 2014 წლის აგვისტოში გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი