ეკონომიკა

საქართველოს დელეგაცია JUMEIRAH GROUP -ის წარმომამდგენელს შეხვდა

23 იანვარი, 2014 •
საქართველოს დელეგაცია JUMEIRAH GROUP -ის წარმომამდგენელს შეხვდა

JUMEIRAH GROUP- ი წარმოადგენს დუბაიში დაფუძნებულ მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროების ქსელის კომპანიას და DUBAI HOLDING–ს ნაწილს. იგი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მაღალი კლასის და ინოვაციურ კომპანიად და მიღებული აქვს მრავალრიცხოვანი ჯილდოები საერთაშორისო მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში.

 

კომპანია დაარსდა 1997 წელს იმ მიზნით, რომ გამხდარიყო სასტუმროთა ინდუსტრიის ლიდერი მსოფლიო კლასის ძვირადღირებული სასტუმროებისა და კურორტების კომპლექსის შექმნის გზით. 2004 წელს JUMEIRAH GROUP-ი  გახდა DUBAI HOLDING-ის დუბაის ბიზნესისა და პროექტების წამყვანი კომპანიის წევრი და, შესაბამისად, დაიწყო ჯგუფის ზრდისა და განვითარების ახალი ეტაპი.

მასალების გადაბეჭდვის წესი