ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2013 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“თუ სხვა რისკფაქტორები არ განხორციელდა, საბაზისო სცენარით 5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალისტურია. მომავალი წელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იგეგმება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან, რაც ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც ჩვენ გვსურს, იმის მიუხედავად, რომ დღეს ამის წინაპირობებს ვერ ვხედავ. საბაზისო სცენარის მიხედვით, მომავალ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალისტურია”.
2013 წელს მთავრობა 6%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. ეკონომიკური გუნდი წლის ბოლოს ეკონომიკურ ზრდას 2,5%–ის ფარგლებში ელოდება.