ეკონომიკის მინისტრმა ამის შესახებ დღეს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“მე შევხვდი ორ კომპანიას. ერთი გახლავთ ინვესტორი, რომელიც კომპანია “მუხრანში” ახორციელებს ინვესტიციებს. ეს არის ძალიან მსხვილი ინვესტორი, მაღალი შესაძლებლობების მქონე. მას გააჩნია სურვილი ამ სფეროში ინვესტირების. მეორე კომპანია არის ისრაელიდან. ამ ორ კომპანიასთან გვქონდა წინასწარი მოლაპარაკებები. უკვე ტერიტორიების შერჩევა მიმდინერეობს, რომ საწარმოო სიმძლავრეები განვითარდეს საქართველოში”.
კვირიკაშვილის შეფასებით, მედიკამენტების წარმოების სპექტრში, კონკურენციას ბაზარი დაარეგულირებს:

“ეს კომპანიები ინვესტირებას ახდენენ ქართულ ეკონომიკაში, აქ დასაქმდებიან ადგილობრივი მოქალაქეები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. კომპანიებმა და ბაზარმა თავად უნდა განსაზღვროს, რამდენ კომპანაის დაიტევს ესა თუ ის ბაზარი. ეკონომიკის სამინისტრო ვერ განსაზღვრავს- ორი, სამი თუ მეტი კომპანია უნდა იყოს ბაზარზე. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი საქმე გახდება მაშინ, როცა ახალი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა შევა ძალაში. ჩვენი მიზანია ის, რომ შესაძლებლობები გავუხსნათ ყველა კომპანიას, ის, რომ მაქსიმალურად მეტი ინვესტორი შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. 1 წლიდან წელიწადნახევრამდე, ეს არის ის დრო, რომელიც სჭირდება ინვესტორს იმისთვის, რომ ლოჯისტიკური და იურიდიული საკითხები მოაწესრიგოს და საბოლოოდ გაშვებულ იქნას პროექტი საქართველოში.”
ამ დროისათვის ადგილობრივ ბაზარზე მედიკამენტებს ფარმაცევტული კომპანია პსპ–ე და ჯიპისი აწარმოებს. კვირიკაშვილის თქმით, ამ კომპანიების პოზიცია ახალ ინვესტორებთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ:
“რაც შეეხება “პსპ”–ს და “ავერსს”, ჩემთან პრეტენზიები არ გამოუთქვამთ. ჩენ მოგვწონს ამ კომპანიების მიერ გაკეთებული საქმე ამ მიმართულებით და კვლავაც ხელს შეუწობთ. ამ ხელშეწყობაში არ იგულისხმება ის, რომ კვლავაც ჩაიკეტოს ბაზარი სხვა შესაძლო ინვესტორებისათვის.”
