გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღარ აშენდება ფოთის აეროპორტი, რადგან ეს პროექტი აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო:
“ფოთის აეროპორტის პროექტი, სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო, ვინაიდან ეს არის ფრინველების გადაფრენის და ჭაობიანი ზონა. მძლავრი, მაღალი შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება ანაკლიის პორტთან და ვფიქრობ, რეგიონში ორი ასეთი აეროპორტის საჭიროება არ არსებობს. ანაკლიის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განსაკუთრებული შესაძლებლობები სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით”.
მინისტრის განცხადებით, ანაკლიის აეროპორტი პორტთან ახლოს განლაგდება და პროექტში ეს უკვე გათვალისწინებულია.
კვირიაშვილის განცადებით, რაც შეეხება ანაკლიის პროექტს უნდა მოხდეს კონსოლიდაცია იმ ტვირთმფლობელების და გადამზიდავი ქვეყნების ინტერესების, რომლებიც საქართველოში ტრანზიტით არიან დაკავებული:”ამ კომპანიას, უნდა ჰყავდეს მმართველი კომპანია, ჩვენი სურვილია, რომ ეს მმართველი კომპანია იყოს უმაღლესი რანგის, რომელიც შეძლებს, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ამ პროექტისაგან.”
კვირიკაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით, კომპანია შერჩეული არ არის:
“საუბარი არის რამდენიმე კომპანიასთან. ჩამოსული იყო ამერიკული კომპანია “კოლორ ჯგუფი”, რომელსაც აშენებული აქვს “კენედის აეროპორტი” და უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ისტორია აქვს. ეს არ არის გადაწყვეტილი ამ ეტაპზე. 5 მლნ აშშ დოლარი გამოიყო მიზანშეწონილობის კვლევისთვის. დღემდე საბანკო ინსტიტუტებისათვის მისაღები კვლევა ამ პორექტის არ ჩატარებულა. საბანკო ინსტიტუტებს არ აკმაყოფილებთ სხვადასხვა პროექტები, რომლებზეც აქამდე ჩატარდა კვლევა, სხვადასხვა სამინისტროების მიერ. აქ არის საუბარი ძალიან მსხვილ პორექტზე, რომელიც მთლიანად შეცვლის და მოდერნიზებას გაუკეთებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მთლიანად ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე გადავა. ეს არის საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პროექტი. წინასწარი ინვესტიციები დაახლობით 5 მილიონი დოლარი იქნება.”