ეკონომიკა

“ვისოლ–ჯგუფი” სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმს მართავს

5 დეკემბერი, 2013 •
“ვისოლ–ჯგუფი” სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმს მართავს

კომპანია აცხადებს, რომ ახალგაზრდებს დასაქმების რეალური შანსის გარდა „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში სტაჟირების გავლისა და კომპანიის დამფუძნებლებისგან მასტერკლასების მოსმენის საშუალებას აძლევს.

 

„ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ტემპების პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეულ სტუდენტებს მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „სმარტი“, „ვენდი“, „ვიანორი“ თუ სხვა. „ვისოლ ჯგუფის“კორპორაციული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თითოეული თანამშრომელი ქმნის. შესაბამისად, ვთვლით, რომ წარჩინებული სტუდენტები საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას სრულად შეძლებენ ისეთ წარმატებულ ბიზნეს კომპანიაში, როგორიც „ვისოლ ჯგუფია“. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ მათთან ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს“, -აცხადებს „ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

 

„ვისოლ ჯგუფის“ დასაქმების ფორუმზე სამსახურის დაწყების შანსის გარდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ მასტერკლასები კომპანიის დამფუძნებლებისა და სხვა წამყვანი პროფესიონალებისაგან. „ვისოლ ჯგუფის“ კადრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტუდენტებს წარმატებული გასაუბრებისა და დასაქმებისათვის პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც გაუწევს. დაგეგმილი კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები კი „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან.

5000-მდე თანამშრომლით „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. 

„ვისოლ ჯგუფის“ დეკლარირებული კორპორაციული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თითოეული თანამშრომელი ქმნის და ამიტომაც ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს განვითარების და შესაძლებლობების გამოვლენას საშუალებას.


კომპანიამ 2011 წელს ჩამოაყალიბა „ვისოლ ჯგუფის“ აკადემია, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია, ახალი კომპეტენციები შეიძინოს და დაწინაურდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი