ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ნოემბრის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა.  

 

ფასების მატება მოხდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10,2

პროცენტი) რძე, ყველი და კვერცხი (3,5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (-5,7 პროცენტი);

 

მოცემულ პერიოდში 0,5 პროცენტიანი ფასების მატება დაფიქსირდა ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ნოემბრის თვის ინფლაციაში 0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

 

ჯგუფში ფასები გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (1,5 პროცენტი).

 

2013 წლის ნოემბერში 2012 წლის ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი შეადგინა. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *