ეკონომიკა

სერტიფიცირების გარეშე პროდუქტის ეტიკეტზე ტერმინების გამოყენება აიკრძალება

28 ნოემბერი, 2013 •
სერტიფიცირების გარეშე პროდუქტის ეტიკეტზე ტერმინების გამოყენება აიკრძალება
საქართველოს მთავრობის მიერ 30 ივლისს მიღებული დადგენილება „ბიოწარმოების შესახებ” ძალაში შედის, რომლის თანახმადაც პროდუქტის, მათ შორის, სურსათის ეტიკეტზე იკრძალება ზემოაღნიშნული ტერმინების გამოყენება, თუ პროდუქტი ან სურსათი არ არის ამ დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად დამზადებული.


 
 
“იმისათვის, რომ ბიზნესოპერატორს მიეცეს უფლება, ეტიკეტზე დაიტანოს მსგავსი აღნიშვნები, აუცილებელია, მთელი საწარმოო ჯაჭვი იყოს სერტიფიცირებული შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს მიერ. ბიოწარმოების, ბიომეურნეობის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ბიზნესოპერატორის ინიციატივით” – განმარტავენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.
 

სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ სათანადო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, აღნიშნული ტერმინების გამოყენება წარმოადგენს ეტიკეტირების წესის დარღვევას, რაც დადგენილების ძალაში შესვლის შემდგომ გამოიწვევს ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობას.
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი