ეკონომიკა

რუსეთის ბაზარზე 120 ტონა მანდარინი გადაიზიდა

27 ნოემბერი, 2013 •
რუსეთის ბაზარზე 120 ტონა მანდარინი გადაიზიდა

ამის შესახებ განცხადება  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზურაბ ფუტკარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

 

მანდარინი
მანდარინი

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთში სახმელეთო გზით 120 ტონა მანდარინი უკვე გადაიზიდა. აქედან ნაწილი გადაიგზავნა ციმბირში, ხოლო ნაწილი- მოსკოვის ოლქში:”ბათუმში დღეს შემოვა გემი, რომელიც ქართულ ციტრუსს ნოვოროსიისკში გადაზიდავს. პროდუქტის ექსპორტი მოხდება ევროსტანდარტების შესაბამისად”– განაცხადა ზურაბ ფუტკარაძემ. 

 

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის 18 ნოემბრიდან რუსეთის სანიტარული სამსახურის ექსპერტები საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის მონიტორინგს ახორციელებენ. სურსათის უვნებლობის სამსახურის პროგნოზით, 2013 წელს აჭარაში ციტრუსის მოსავლის მოცულობა 110 ათასი ტონა იქნება. 

 

2013 წლის 14 ოქტობმერს რუსეთმა ბაზარი გახსნა ქართული ხილისთვის, თხილისთვის და მწვანილისთვის. 28 ივნისს კი შეზღუდვები მოიხსნა დაფნაზე, სუნელებზე და ჩაიზე. 2013 წლის გაზაფხულზე  რუსეთის ბაზარზე ქართული მინერალური წყალი და ღვინო შევიდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი