ეკონომიკა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1%–ით გაიზარდა

25 ნოემბერი, 2013 •
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1%–ით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 2306 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6285 მლნ. აშშ დოლარს (4 პროცენტით ნაკლები).

 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში 3979 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო
სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.

 

2013 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2306 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 459 მლნ. აშშ დოლარი იყო (52 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1846 მლნ.აშშ დოლარი (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 20 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2012 წლის იანვარ-ოქტომბერში, შესაბამისად- 27, 15 და 31 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 35 პროცენტი (2012 წლის იანვარ-ოქტომბერში 38 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში 2954 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-ოქტომბერსთან შედარებით 10 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 1279 მლნ. აშშ დოლარს (25 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 1675 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის, ექსპორტში 55 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი (2012 წლის იანვარ-ოქტომბერში, შესაბამისად, 31, 52 და 25 პროცენტი).

 

დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 10 პროცენტი (2012 წლის იანვარ–ოქტომბერში 14 პროცენტი) 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი