
მისი თქმით, ეს ინიციატივა პირადად პრემიერ–მინისტრს ეკუთვნის:
“საბანკო სექტორი თუ მხარს დაუჭერს, აგრარული ბანკის შექმნაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება. საქართველოში კოოპერაციული ბანკის შექმნის იდეასთან დაკავშირებით იყო მოლაპარაკებები ,,რაბო ბანკთან“ (Rabobank ) , ბანკ ,,კრედიტ აგრიკოლესთან“ (Crédit Agricole) და სხვა საერთაშორისო საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. თუ შეთანხმება მოხდა, დაიწყება კონკრეტულად კონცეფციაზე მუშაობა.”
დავით შერვაშიძის განცახდებით, აგრობიზნესისთვის “იაფი კრედიტის” პროგრამა გაგრძელდება:
“ამ დროისათვის 35 მილიონი ლარის სესხია გაცემული. დაახლოებით სამმა წარმოებამ სესხი 1 პროცენტში აიღო. სესხით შეიქმნა 18 ახალი საწარმო.”