ეკონომიკა

შერვაშიძე: რეგიონებში წარმოებული პროდუქციის დათვლა მოხდება

20 ივნისი, 2013 •
შერვაშიძე: რეგიონებში წარმოებული პროდუქციის დათვლა მოხდება

ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილმ დავით შერვაშიძემ სასტუმრო “რედისონში” პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომის მსვლელობისას განაცხადა. 

 

პომიდორი
პომიდორი

“წარმოებული პროდუქციის დათვლა საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით მოხდება. თუ არ მოვახერხეთ იმის აღწერა, რა რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქტი იწარმოება საქართველოს რეგიონებში, ისე აგრობიზნესი არ განვითარდება.”

 

დავით შერვაშიძის განმარტებით, უკვე იწერება სპეციალური პროგრამა, რომელიც განთავსდება ქსელში:

 

“ამ პროგრამის მეშვეობით ჩაიტვირთება ინფორმაცია, საქართველოს რომელ რეგიონში რა პროდუქცია იწარმოება და როდის შედის ბაზარზე. ეს არის აუცილებელი და საჭირო ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თვეში ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესისთვის.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი