ეკონომიკა

ქართულ თაფლზე ევროპასა და რუსეთში მოთხოვნა გაჩნდა

20 ივნისი, 2013 • • 11086
ქართულ თაფლზე ევროპასა და რუსეთში მოთხოვნა გაჩნდა

მისი განცხადებით, ევროკავშირის და რუსეთის ბაზარზე ქართულ თაფლზე მოთხოვნა გაჩნდა: “ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი და უკვე შევხვდით იმ ფერმერებს მეფუტკრეობის სფეროში, ვინც დიდი რაოდენობით აწარმოებს თაფლს და მისი პროდუქტის გატანა ექსპორტზე შესაძლებელია.”

 

ზურაბ ჩიკუაშვილის ინფორმაციით, საქართველოში არ არის სპეციალური ლაბორატორია, რომელიც თაფლის სერთიფიცირებას მოახდენს:

 

“თაფლის ექსპორტის განხორციელებამდე უნდა ჩატარდეს მისი გატესტვა პესტიციდებზე. ჩვენ ვარკვევთ, რომელ პესტიციდებზე უნდა მოხდეს თაფლის შემოწმება, რომ მისი ექსპორტი რუსეთისა და ევროკავშირის ბაზარზე მოხდეს. ქართული თაფლის შემოწმება ამ კუთხით ესტონეთის ან შვეეთის ლაბორატორიაში მოხდება. ამ კუთხით შეთანხმება უკვე მიღწეულია.”

 

ზურაბ ჩიკუაშვილის განცხადებით, საქართველოში აუცილებლად შეიქმნება სპეცილური ბიოლაბორატორია, რომელიც თაფლის სერთიფიციერებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოახდენს. ამ მიმართულებით კადრების მომზადება უკვე მიმდინარეობს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი