ხადურის განცხადებით, 2013 წლის პირველ კვარტალში დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი დაფიქსიდა და არა – კლება.

“აპრილი უფრო კარგი იყო ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით. დღგ–ს გადამხდელი ფირმების ბრუნვა გაიზარდა 4 პროცენტით. დამატებითი ღირებულების გადასახადი მობილიზებულია 10 პროცენტით მეტი, აპრილის მდგომარეობით. შესაბამისად, ეს ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეკონომიკური პროგნოზების გადახედვის აუცილებლობა არ იქნება. კიდევ უფრო გაიზრდება აქტივობა და ძალიან ბევრი ინვესტორია დაინტერესებული. რაც მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობაა ქვეყანაში. პოლიტიკური რისკები არის ნულის ტოლი. შესაბამისად, წლის მეორე ნახევარი უკეთესი იქნება,” –აცხადებს ნოდარ ხადური.
მისი თქმით, კომპანია “ტატა ჯგუფმა” საქართველოში ინვესტირების შესახებ ღიად განაცხადა: “მქონდა რამდენიმე შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითერბის ბანკის და აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე. ორივე ინსტიტუტთან ძალიან აქტიურად ვისაუბრეთ და მოლაპარაკებები გვქონდა პოტენციურ ინვესტორებთან.”
2103 წელს, მთავრობის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზრდება. რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მაჩვენებლებს, საქართელოს სტატისტიკის სამსახური 2013 წლის 10 ივნისს გაასაჯაროებს.
