ივანიშვილმა ბიზნესმენებთან დღეს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ რამდენიმე დღის წინ, “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
“ხელისუფლების წნეხისაგან თავისუფალი ბიზნესი საშუალო კლასის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ბიზნესთან დამოკიდებულება ყველაზე კარგად წარმოაჩენს ხელისუფლების რეალურ სახეს,” – განაცხადა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ყრილობაზე.
ბიზნესმენების გარდა, დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურუსა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოღვაწე ბიზნესმენებს პირველად არჩევნების დასრულებიდან 4 დღეში შეხვდა.
მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ ბიზნესმენებს განუცხადა, რომ არ შეეგუება მონოპოლიების არსებობას და ბიზნესმენებს მოუწოდა, თავადვე გადახედონ საკუთარ საქმიანობას და შეამცირონ ფასები პროდუქციაზე.
