ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი: თურქეთ–საქართველოს შორის მიმოსვლის გამარტივება განვიხილეთ

15 თებერვალი, 2013 •
ეკონომიკის მინისტრი: თურქეთ–საქართველოს შორის მიმოსვლის გამარტივება განვიხილეთ


“საუბარი იყო იმაზე, რომ მაქსიმალურად გავამარტივოთ ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლა იმისათვის რომ ამან ბიზნესსაც ხელი შეუწყოს და ადამიანებს შორის ურთიერთობებსაც”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, მისი თქმით საქართველო თურქული ბიზნესის მხრიდან კაპიტალდაბანდებებს მიესალმება:

“თურქეთში იყო ძირითადად პოლიტიკური შეხვედრები, იყო ჩემს კოლეგასთან შეხვედრა, თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან. ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა. ისინი ძალიან კონსტრუქციულად არიან განწყობილნი. ძალიან ოპტიმისტური განწყობა აქვთ საქართველოში მათი ბიზნესის მხრიდან დაბანდებებთან დაკავშირებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს ეკონომიკაში თურქეთის მხრიდან დაბანდებებს საკმაო წილი ექნება და ჩვენ ამას მივესალმებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით თურქეთ–საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რომელიმე პუნქტის გადახედვა თურქეთში ვიზიტისას არ მომხდარა და ამ შეთანხმების გადახედვა არც მომავალში იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი