მსოფლიო ბანკის გათვლებით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით, 2014 წელს 5.4 პროცენტით, ხოლო 2015 წელს 5,5 პროცენტით გაიზრდება.

მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 2,4 პროცენტი იქნება. 2012 წელს მსოფლიო ეკონომიკაში მშპ–ს ზდამ 2, 3 პროცენტი შედგინა.
მსოფლიო ბანკის მიერ 2012 წლის ივნისში გაეკეთებული პროგნოზის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 3 პროცენტი უნდა ყოფილიყო.
Global Economy Prospects–ის ანგარიშის ფარგლებში, მსოფლიო ბანკი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებისათვისაც ზრდის დაბალ ტემპს პროგნოზირებს. ბანკის ანგარიშის თანახმად, 2013 წელს ამ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ტემპი 5,9 პროცენტიდან 5,5 პროცენტამდე შემცირდება.
ეკონომიკის ზრდა, ნელი ტემპით განახლდება და 2015 წელს 5,7–5,8 პროცენტს მიაღწევს.
განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა ბანკის პროგნოზით, 2013 წელს მხოლოდ 1,3 პროცენტით გაიზრდება. ამ ქევყნებში უმუშევრობის დონე ისევ შენარჩუნდება.
მსოფლიო ბანკი განვითრებული ქვეყნების ეკონომიკის ზრდას 2 პროცენტამდე 2014 წელს პროგნოზირებს. 2015 წელს კი ამ ქვეყნების ეკონომიკა 2,3 პროცენტამდე გაიზრდება.
მსოფლიო ბანკი Global Economy Prospects–ის ანგარიშის ფარგლებში, 2013 წელს მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკის ზრდას პროგნოზირებს. ჩინეთისეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2013 წელს 8,4 პროცენტი იქნება. 2015 წლისთვის კი ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 7,9 პროცენტამდე შემცირდება.
