ეკონომიკა

‘თელასს’ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

26 ნოემბერი, 2012 • 2241
‘თელასს’ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დევი კანდელაკმა 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 2005 წელს მიიღო მენეჯმენტის ევროპული სკოლის დიპლომი. 

 

2000 წელს დევი კანდელაკი  კომპანია „AES-მტკვარის“ ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლამდე ამავე კომპანიის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003 წელს იგი გახდა კომპანიის „მტკვარი ენერგეტიკა“ გენერალური დირექტორი. 2008 წლიდან დღემდე დევი კანდელაკი შპს „მტკვარი ენერგეტიკის“, სს „ხრამი–1“-ის და სს „ხრამი–2“-ის გენერალური    დირექტორია. 

 

დევი კანდელაკი
დევი კანდელაკი

სს „თელასის“ ყოფილი გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი გააგრძელებს მუშაობას  „ინტერ რაო ეეს“–ის ჯგუფში ღსს „რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის“ („რაზთეს“–ის) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

 

 

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში კომპანია „ინტერრაო ეეს“–ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს“-ის მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი