ეკონომიკა

საპარტნიორო ფონდი გარდაბანში თბოსადგურის მშენებლობის პროექტს განიხილავს

21 ნოემბერი, 2012 •
საპარტნიორო ფონდი გარდაბანში თბოსადგურის მშენებლობის პროექტს განიხილავს

ირაკლი კოვზანაძე
ირაკლი კოვზანაძე

 

კოვზანაძემ ამ საკითხეზე კომენტარი „მაესტროს“ პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 

 „საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით იგეგმება 250– მეგავატიანი თბოსადგურის აშენება გარდაბანში. ჩვენი ენერგომატარებლების მოხმარება იზრდება და არსებობს გათვლები, რომ 2014–2015 წლებში საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება და, შესაბამისად, გაჩნდება უფრო მეტი მოთხოვნა ენერგიაზე და სისტემაში  დეფიციტი შეიქმნება, დაგვჭირდება დამატებითი რესურსი. “

 

კოვზანაძის განცხადებით, „თბოსადგურის“ აშენებაში ვალდებულება აღებული ჰქონდა  „ინტერრაოესს“, თუმცა ეს პროექტი არ განხორციელდა. მისი თქმით,  ფონდი ამ ეტაპზე ახოციელებს თბოსადგურის  პროექტის ანალიზს და მისი  გადასინჯვის პროცესშია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი