
„საპარტნიორო ფონდში ამუშავდა საინვესტიციო საბჭო. ეს მნიშვნელოვანი მოქმედი ორგანოა, რომელიც ახორციელებს საკრედიტო ანლიზს, აფასებს ლიკვიდობას, საოპერაციო და სხვადასხვა ტიპის რისკებს. საპარტნიორო ფონდის მთავარი მიზანია სახელმწიფო აქტივების მართვა და ინვესტიციების განხორციელება. სადაც კერძო სექტორი ვერ შედის, იქ უნდა შევიდეს ფონდი“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ .
მისი თქმით, „საპარტნიორო ფონდში“ მოხდა სახელფასო ფონდის 30 პროცენტით შეკვეცა: „ ფონდში მოვიდნენ ახალი თანამშრომლები. ფონდის აღმასრულებელ დირექტორს 6–ის ნაცვლად ორი მოადგილე ეყოლება“.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს ელექტროსისტემის“, „საქართველოს ელექტრო–კომერციული ოპერატორის“ 100 და “თელასის” 24,9 პროცენტი.
ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, საპარტნიორო ფონდის მთავარი პრიორიტეტები იქნება ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება სასტუმროების ბიზნესი და გადამამუშავებელი მრეწველობა.
ამ დროისთვის ფონდის 9-კაციან სამეთვალყურო საბჭოში ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, იუსტიციის მინისტრების და პრემიერთან ერთად 4 კომერციული ბანკის („თიბისი”, „საქართველოს ბანკი”, „ლიბერთი” და”ქეი-ეს-ბი”) პირველი პირები არიან.
ირაკლი კოვზანაძე პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად 2012 წლის 2 ნოემბერს წარადგინა. კოვზანაძე ფონდში საქმიანობას 5 ნოემბერს შეუდგა. საპარტნიორო ფონდის ოფისი თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაშია განთავსებული.
