შავ პარასკევს, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება მადლიერების დღის მომდევნო დღეს, სავაჭრო ცენტრები მყიდველებს სთავაზობენ დიდ ფასდაკლებებს. 

მომხმარებელთა დიდი ნაკადის გამო მაღაზიების უმეტესობა ამ დღეს დილის 4 საათზე იხსნება. მაღაზიების გახსნამდე არსებული დიდი რიგები ხშირად ყოფილა ტრავმების და  სიკვდილიანობის მიზეზიც კი.

შავი პარასკევი განსაკუთრებული პოპულარობით 2000-იანი წლებიდან სარგებლობს, როდესაც მედიის ყურადღება ამ დღის მიმართ საგრძნობლად გაიზრდა. მედიის გააქტიურებას მოყვა კომპანიებიდან ინფორმაციების წინასწარ გაჟონვა მოსალოდნელ ფასებთან დაკავშირებით. საქმე იქამდე მიდიოდა, რომ იმართებოდა სასამართლო პროცესები ‘მოსალოდნელი ფასების’ კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების წინააღმდეგ.

საბოლოოდ სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელები იძულებული იყვნენ, შეეცვალათ ტაქტიკა და უკვე 2005 წლიდან თავად დაიწყეს ‘შავი პარასკევის ფასების’ კატალოგების გამოცემა. ამავე წლიდან მკვეთრად გაიზარდა ინტერნეტით გაყიდვები მთელი მსოფლიოდან. 2005 წელს ინტერნეტ გაყიდვების მოცულობა გასცდა სამას მილიონ აშშ დოლარს.

შავი პარასკევის ინტერნეტ–გაყიდვების ლიდერები არიან: Walmart, Target, Amazon.com და Best Buy.

ეს საიტები მომხმარებლებს ’’შავ პარასკევთან’’ დაკავშირებით ფასდაკლებების კვირეულს სთავაზობენ, რომლის ფარგლებშიც უამრავი დასახელების ნივთის შეძენა 50%-იანი (ხშირად მეტი) ფასდაკლებით არის შესაძლებელი.

ტერმნის გამოყენება პირველად 60-იან წლებში დაიწყო ფილადელფიაში. ქალაქის პოლიციის დეპარტამენტმა ეს ტერმინი გამოიყენა  მადლიერების მომდევნო დღეს მაღაზიებში არსებული რიგების, მყიდველთა ხალხმრავლობით გამოწვეული დიდი საცობებისა და არეულობების აღსაწერად. როდესაც ამას ტრადიციად ქცეული ფასდაკლებების დღეც დაემატა, ’’შავი პარასკევის’’ სახელწოდებამ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა და ერთი ქალაქის ფარგლებსაც გასცდა.

არსებობს ტერმინის წარმოშობის მეორე ვერსიაც: მეწარმეები ბუღალტერიის წარმოებისას წითელი და შავი ფერის კალამს იყენებდნენ. წითლით აღნიშნავდნენ წაგებას, შავით – მოგებას. ნოემბრის ბოლო პარასკევი კი ყოველთვის მომგებიანი იყო და ბუღალტრულ ანგარიშგებებში იწერებოდა შავი კალმით. მაგალითისათვის, 2009 წლის შავი პარასკევის ვაჭრობის მოცულობამ 8 მილიარდ აშშ. დოლარს გადააჭარბა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *