Bloomberg-ის მიერ შედგენილ რეიტინგში Global Risk Briefing საქართველო ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველ  ქვეყნებს შორის მოხვდა.

რეიტინგში, რომელიც 0-დან 100 ქულამდე ვარირებს, საქართველომ 11.6 ქულა დაიმსახურა. რეიტინგს ნორვეგია ლიდერობს 96.5 ქულით, მეორეზე შვეიცარიაა, მესამეზე – შვედეთი.

საქართველო ბლუმბერგის რეიტინგის მიხედვით, ინვესტორებისთვის უფრო რისკის შემცველი ქვეყნაა (ინვესტირებისთვის), ვიდრე ამ რეგიონის ის ქვეყნები, რომლებიც ამ ინდექსში მოხვდნენ, მაგალითად, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა – ყველა მათგანი საქართველოზე წინაა.

ბლუმბერგი წერს, რომ ქვეყნის რისკის ქულა გამოითვლება 29 ინდიკატორისგან, რომლებიც წარმოადგენს იმ ფინანსურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს, რომლებსაც ინვესტორები აწყდებიან. რისკის ქულები ითვლება ყოველთვიურად 0-დან 100-მდე, სადაც უმაღლესი ქულა ქვეყნის დაბალ რისკიანობას მიუთითებს.

ვებგვერდზე ბლუმბერგს მხოლოდ 4 ასეთი ფაქტორი აქვს მითითებული სარეზერვო მარაგები (მისი პროცენტი მშპ-სთან მიმართებაში), უმუშევრობის დონე ქვეყანაში, ინფლაციის მაჩვენებელი და ვალუტის ვოლატილობა (არამდგრადობა).

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯამური ქულის გამოსათვლელად ბლუმბერგს ვალუტის ვოლატილობა არ გამოუკვლევია, ყოველ შემთხვევაში ვებგვერდზე ასეთი რამ მითითებული არ აქვს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *