ეკონომიკა

კეზერაშვილის კომპანიებმა ‘რუსთავი 2’-ის და ‘მზის’ წილები იყიდა

4 ოქტომბერი, 2012 •
კეზერაშვილის კომპანიებმა ‘რუსთავი 2’-ის და ‘მზის’ წილები იყიდა

კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანიებმა – შპს მედია ჯორჯია  და ჯორჯიან მედია კომპანიმ, რომლებიც საჯარო რეესტრში გუშინ დარეგისტრირდა, აღნიშნულ ტელეკომპანიებში 40-40%-იანი წილები ლევან ყარამანიშვილისგან იყიდა, ჯამში, 750 ათას აშშ დოლარად.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 40%-იანი წილი კეზერაშვილის ფირმამ ნახევარ მილიონ აშშ დოლარად იყიდა, ხოლო “მზეში” – 250 ათას დოლარად.

კეზერაშვილის კომპანიების – შპს მედია ჯორჯია  და ჯორჯიან მედია კომპანის დირექტორი – გიორგი ფრუიძეა, რომელიც იმავდროულად არის ჟურნალ “ტაბულას” კომერციული მენეჯერი. თავის მხრივ, ჟურნალ “ტაბულას” დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი – თამარ ჩერგოლეიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის – გიგა ბოკერიას მეუღლეა.

ლევან ყარამანიშვილი გასული წლის ბოლოს გახდა “რუსთავი 2”-ისა და “მზის” 90-90%-იანი წილების მფლობელი. იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ გია ყარამანიშვილის ნათესავია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი