ეკონომიკა

ფაქტობრივად, ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს – პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

9 ნოემბერი, 2016 • 1664
ფაქტობრივად, ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს – პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

“ჩემს ირგვლივ, ფაქტობრივად, ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს, შორეული ნაცნობიც ეძებს სამსახურს”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას. მისი თქმით, დასაქმების ბაზარი და სამუშაო ადგილების რაოდენობა სერიოზული პრობლემაა:

“ეკონომიკური პრობლემატიკა, განსაკუთებით დასაქმების საკითხი… ეკონომიკის ზრდის არასაკმარისი ტემპი იმიტომ, რომ ჩვენ ამ ეტაპისთვის დაახლოებით 2.6%-იანი ზრდა გვაქვს დაგეგმილი 3%-ის ნაცვლად. საქართველოსნაირი ეკონომიკისთვის არც 3%-ია კარგი მაჩვენებელი, მაგრამ მთელი ფაქტორების გათვალისიწინებით დაგეგმილი იყო 3%. დასაქმების ბაზარი არის სერიოზული პრობლემა. ჩემს ირგვლივ, ფაქტობრივად, ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს, შორეული ნაცნობიც ეძებს სამსახურს, ყველა ცდილობს, რომ სადმე დასაქმდეს და რამე სამსახური იშოვოს. სამწუხაროდ, ბევრი წასულია საზღვარგარეთ და იქ ცდილობს დასაქმებას. ეს ჩვენი ცხოვრების თანმდევი ძალიან სერიოზული პრობლემაა. პარალელურად ლარის გუფასურებამ და ეკონომიკის ზრდის დაბალმა ტემპმა, ბუნებრივია, არა მხოლოდ სამუშაო ადგილებზე იმოქმედა, არამედ გლობალურად დოვლათის შექმნის პროცესსაც პრობლემა შეუქმნა ამან. ჯერჯერობით საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ვერ გაიზარდა. ეს იმით არის საინტერესო, რომ რეალურად ამ სეგმენტზე მოდის დასაქმების დიდი ნაწილი. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოხდა, მართლა ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ეს ჩვენს მოსახლეობას.

ამ ვითარებაში არის გაკრვეული პოზიტიური პარამეტრები: უცხოური ინვესტიციები წელს გაზრდილია, ტურიზმის მაჩვენებელიც გარკვეულწილად გაიზარდა . არის რამდენიმე იმედის მომცემი ეკონომიკური პარამტერი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი