ეკონომიკა

ბაზარზე 114 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი გამოვა

30 მაისი, 2012 •
ბაზარზე 114 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი გამოვა

ეროვნული ბანკი ივნის–ივლისის პერიოდში 114 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდების გაყიდვას გეგმავს. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 1-დან 5 წლამდე მერყეობს. აუქციონები ყოველკვირეულად გაიმართება და ოთხშაბათს ჩატარდება.  

 

ეროვნულ ბანკში (სებ) განმარტავენ, რომ  პორტფელიდან ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ემსახურება საპროცენტო განაკვეთების მერყეობის შემცირებასა და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას, ასევე, ფულად ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობის სტერილიზაციის მიზნებს.

სებ–ის ინფორმაციით, აღნიშნული ობლიგაციები გამოშვებულია მთავრობის მიერ 1990-იან წლებში, ეროვნული ბანკის მიერ მთავრობაზე გაცემული სესხების ფასიან ქაღალდებად გადაფორმების შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმება ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის შედგა 2006 წელს, რომლის შემდგომაც ყოველწლიურად 48 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი ხდება მიმოქცევადი და ეროვნულ ბანკს შეუძლია მათი გამოყენება ღია ბაზრის ოპერაციებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი