ეკონომიკა

საპროტესტო აქცია ფინანსთა სამინისტროსთან

30 მაისი, 2012 •
საპროტესტო აქცია ფინანსთა სამინისტროსთან

აქცია ფინანსტთა სამინისტროსთან
აქცია ფინანსტთა სამინისტროსთან

 აქციის მონაწილეები ფინანსთა სამინისტროსგან იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, რაც მათ კოოპერტიული ბინათმშენებლობის ჩაშლილი პროცესის შედეგად მიადგათ.

 

“კოოპერტიული ბინის ასაშენებლად თანხა 90-იან წლებში შევიტანე. 22 წელი გავიდა და ვერც ფული დავიბრუნე და ვერც იმას მივაღწიე, რომ სახელმწიფოს ჩემი ფულით დაწყებული სახლის მშენებლობა დაესრულებინა”, – განაცხადა  “ნეტგაზეთთან” საუბარში  აქციის მონაწილე თინა შუკვანმა.

 

აქციაზე “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრები გიორგი ახვლედიანი და ჯაბა სამუშია მივიდნენ.
გიორგი ახვლედიანის განცხადებით, 90-ოან წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად საქართველოს მასშტაბით სულ 8 ათასი ადამიანი დაზარალდა:

 

“8 ათასი დაზარალებულიდან 4 ათასი მოქალაქე თბილისელია. სახელმწიფომ ზარალი მხოლოდ სამასს აუნაზღაურა”.

 

აქციის მონაწილეები  ფინანსთა სამინისტროსგან სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც მათ პრობლემებს შეისწავლის და მიყენებული ზარალის ანაზღაურების გრაფიკს გაწერს.

 

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებაში სპეციალური კომისია უკვე არსებობს და დაზარალებულთა საკითხს ეტაპობრივად შეისწავლის. თუმცა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა თანხა დაიხარჯება 2012 წელს ბიუჯეტიდან დაზარალებულთა რეაბილიტაციაზე.

 

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ფინანსთა სამინისტროდან არავინ არ გამოსულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი