ეკონომიკა

გერმანული „კომერცბანკი“ საქართველოს ბაზარზეა

21 მაისი, 2012
გერმანული „კომერცბანკი“ საქართველოს ბაზარზეა

გერმანული „კომერცბანკის“ ტოპმენეჯმენტის წარმომადგენელი კრისტოფერ გაბრიელ მაეტსი თბილისშია. 21 მაისს კომერცბანკის ჰედოფისის  ხელმძღვანელი საქართველოს პოლიტიკური და ბიზნესწრეების  წარმომადგენლებს შეხვდება.

 

22 მაისს კი „შერატონ მეტეხი პალასში“ პრესკონფერენცია გაიმართება. მედიასთან შეხვედრაზე კრისტოფერ გაბრიელ მაეტსი კავკასიის რეგიონში  „კომერცაბნკის“ გეგმებზე ისაუბრებს.

   

„კომერცბანკის გადაწყვეტილება, გახსნას წარმომადგენლობა საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ გერმანელ ინვესტორებს ახლა უფრო მეტი ნდობა გაუჩნდებათ საქართველოში ინვესტირების კუთხით,”- განაცხადა ვერა ქობალიამ. 

გერმანულ “კომერცბანკს” წარმომადგენლობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში აქვს და 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. რაც შეეხება კორპორატიულ კლიენტებს, გერმანიაში მათი რიცხვი უკვე მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის „კომერცბანკი“ 1200-ზე  მეტი ფილიალის მფლობელია. გერმანული ბანკი ადგილობრივ ბაზარზე „ბაზის ბანკთან“ თანამშრომლობს.  2011 წელს „კომერცბანკმა“ „ბაზისბანკს“ სავაჭრო ოპერაციებისთვის 500 000 ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო.

 

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ „კომერცბანკის” შემოსვლით კონკურენცია გაიზრდება, შემოვა დამატებითი საკრედიტო რესურსი და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი