დღეს ბათუმში  საქრთველო–თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. თურქული მხრიდან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ იზმირის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიები. საქართველოს მხრიდან ფორუმში აჭარის კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

თურქული დელეგაცია 90 წევრისაგან შედგება. ფორუმში, ძირითადად, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო სექტორის, ტურიზმის და მსუბუქი მრეწველობის ბიზნესში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ბიზნესფორუმის ორგანიზატორია საერთაშორისო ინვესტორების ასოციაცია. ფორუმის საორგანიზაციო საკითხებში აჭარის სამთავრობო სტრუქტურებიც მონაწილეობენ.        

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *