ეკონომიკა

ნავთობის ფასი მცირდება

10 აპრილი, 2012 •
ნავთობის ფასი მცირდება

ნავთობის ფასმა ირანისა და „ექვსეულის“ მოსალოდნელი მოლაპარაკების ფონზე შემცირება დაიწყო.

მაისის ფიუჩერსების ფასი ერთ ბარელ ამერიკულ ნედლ ნავთობზე 120 დოლარამდე შემცირდა. ფასის კლებამ 0,12 პროცენტი შეადგინა. 10 აპრილს მაისის ფიუჩერსებზე  ფასის კლება დაფიქსირდა ბრენტის ტიპის ნავთობზეც და ბარელზე 122,22 დოლარი შეადგინა. ამ ტიპის ნავთობი 0,45 ცენტით გაიაფდა.  

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ევროკავშირის წარმომადგენლის  საშინაო და უსაფრთხოების  პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონზე დაყრდნობით, რომ ირანისა და „ექვსეულის“ მოლაპარაკებები ისლამური რესპუბლიკის ატომურ პროგრამასან დაკავშირებით 14 აპრილს სტამბულში განახლდება. 

მოლაპარაკებებში ჩართული არიან რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ჩინეთის, აშშ–ს და საფრანგეთის წარმომადგენლები.  

ირანისა და „ექვსეულის“  მოლაპარაკების ბოლო მცდელობა სტამბულში 2011 წლის 21–22 იანვარს შედგა. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი