საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 27-28 მარტს თბილისში იმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს ინსტიტუციათაშორის საკითხებზე მაჩეი პოპოვსკის შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული საკითხები.
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშკრულების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში თორნიკე გორდაძის განცხადებით, «საქართველოს წელიწადნახევარი დასჭირდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მექანიზმი აამოქმედოს. 2014 წლამდე საქართველო შეძლებს, მოლაპარაკებები ევროკავშირთან დაასრულოს».