ეკონომიკა

ივანიშვილისთვის ინვესტიციებისთვის მიმზიდველი სამი დარგი

27 მარტი, 2012 •
ივანიშვილისთვის ინვესტიციებისთვის  მიმზიდველი სამი დარგი

„კვირის პალიტრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში  „ $ 6,4 მილიარდის საიდუმლო“ ბიძინა ივანიშვილი მისი ინვესტიციებისათვის მიმზიდველ სამ დარგზე საუბრობს: „ პირველ რიგში, სოფლის მეურნეობა, რადგან ზედაპირზევე დევს. თუმცა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას არანაკლებ ინვესტიციად მივიჩნევ, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ააღორძინოს ეკონომიკა“ –ამბობს ივანიშვილი.

მისი თქმით,  სახელმწიფო ამას ვერც გააკეთებს და არც აქვს ამის ვალდებულება. „მისი საქმეა კანონების ჩამოყალიბება და სწორი კლიმატის შექმნა. ეს დააბრუნებს ქვეყნიდან გასულ ხალხს. მარტო რუსეთში ათასამდე ქართველი მოვთვალე, ვისაც 1 მილიონ დოლარზე მეტი აქვს. მცირე პოზიტიური საინვესტიციო სიგნალებიც საკმარისია, რომ ეს ხალხი და მათი ფული ამოძრავდეს ქართულ ბიზნესში“ – ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ინვესტირება აუცილებელია მედიცინისა  და განათლების სფეროში.


მასალების გადაბეჭდვის წესი