„კვირის პალიტრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში „ $ 6,4 მილიარდის საიდუმლო“ ბიძინა ივანიშვილი „გაზპრომში“ საკუთარ ბიზენსინტერესებზე საუბრობს:
“ოდესღაც, 7-8 წლის წინათ, მართლაც მქონდა პორტფელში „გაზპრომის“ აქციების 1%-მდე, რაც გავაორმაგე და მნიშვნელოვანი სარგებლით გავყიდე. ეხლაც შეიძლება მქონდეს პორტფელში 10 ან 20 მილიონის აქციები, მაგრამ ამ ინფორმაციას ოპერატიულად არ ვაკონტროლებ, რადგან ამა თუ იმ ემიტენტის აქციების პორტფელში ქონა დამოკიდებულია იმ მენეჯერზე, რომელიც პორტფელს მართავს,“ –ამბობს ივანიშვილი.
მისი თქმით, დღეს შეიძლება პორტფელში იყოს ამა თუ იმ ემიტენტის 50 მილიონამდე დოლარის აქციები, ხვალ – აღარც ერთი ცენტის. „ეს ჩვეულებრივად, პორტფელის მართვის სტრატეგიის შესაბამისად ხდება. თუმცა ვიცი, რომ ამჟამად რომელიმე მსხვილი ემიტენტის აქციების მსხვილ პაკეტს, სამწუხაროდ, არ ვფლობ“.