ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა

30 ნოემბერი, 2011 • 1194
ეროვნულმა ბანკმა  განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7 პროცენტამდე შეამცირა.

ბანკის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ ინფლაციის ტემპმა მოსალოდნელზე მეტად დაიკლო. მიმდინარე წელს ბანკმა უკვე მეოთხედ შეამცირა განაკვეთი, ივლისში, აგვისტოსა და ოქტომბერში შემცირების შემდგომ.

ბი ჯი კაპიტალის  ანალიტიკოსის  გიორგი ირემაშვილის შეფასებით, მონეატრული განაკვეთის შემცირების მიზეზი დაბალი ინფლაცია გახდა: „ სებ–მა მიმდინარე წლის ივლისის შემდგომ, თანდათანობით შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%–დან 7%–მდე, რადგან ინფლაციამ მოსალოდნელზე მეტად დაიკლო.“

ირემაშვილის თქმით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 2.3% შეადგინა , ხოლო მესამე კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტი იყო. ვვარაუდობ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი  მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე კურსს  შეინარჩუნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი