ეკონომიკა

ოთხი ბანკი 40 მილიონ ევროს მიიღებს

24 ნოემბერი, 2011 • 1061
ოთხი ბანკი 40 მილიონ ევროს მიიღებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი( EBRD) ადგილობრივ პარტნიორ ბანკებს 40 მლნ ევროს გამოუყოფს. საფინანსო ინსტიტუტისგან დაფინანსებას  მიიღებენ: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ვითიბი ბანკი“ და „პროკრედიტ ბანკი“.

ევრობანკის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით,  40 მილიონი ევრო ახალი ინიციატივის – საქართველოს სოფლის მეურნეობის დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში გამოიყოფა. აღნიშნული დაფინანსება  საქართველოში ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი სხვა ეკონომიკური სუბიექტების დასაკრედიტებლად მიიმართება.

ადგილობრივი ვალუტის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორ ბანკებს საქართველოში ეძლევათ არჩევანი, კრედიტი ლარებში აიღონ, რათა შემდგომი გასესხებისას სავალუტო რისკი მოიხსნას. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიაში, რომელიც სოფლის მეურნეობის დაფინანსების ინიციატივით ისარგებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი