ეკონომიკა

პარლამენტის ბიუჯეტი 5,5 მილიონი ლარით მცირდება

24 ნოემბერი, 2011 • 1059
პარლამენტის ბიუჯეტი 5,5 მილიონი ლარით მცირდება

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოს  2011 წლის ბიუჯეტი 5,5 მილიონი ლარით უმცირდება.

ამის შესახებ ზურაბ მელიქიშვილმა პარლამენტში ფინანასთა მინისტრის  დიმიტრი გვინდაძის ვიზიტისას განაცხადა. ფინანსთა სამინიტროს ინიციატივით, 2011 წლის ბიუჯეტი  213 მილიონი ლარით, დაახლოებით 3%-ით იზრდება და 7 მილიარდ 564 მილიონ ლარს აღწევს.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან კონსულტაციების შედეგად, პარლამენტის ბიუჯეტის 5,5 მილიონით ლარით შემცირდება და ის 28,5 მილიონი გახდება. მორჩენილი თანხა იმ პროგრამებისკენ გადამისამართდება, რომელიც დასაქმებასა და ჯანდაცვის ხელმისწვდომობას შეუწყობს ხელს,“– განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი