ეკონომიკა

თავდაცვის ბიუჯეტი 44, 6 მილიონი ლარით იზრდება

24 ნოემბერი, 2011 • 1378
თავდაცვის ბიუჯეტი 44, 6 მილიონი ლარით იზრდება

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ საქართველოს პარლამენტში 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარადგინა.

2011 წლის ბიუჯეტი 213 მილიონი ლარით, დაახლოებით 3%-ით იზრდება და 7 მილიარდ 564 მილიონ ლარს აღწევს.

წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი  44, 6 მილიონი ლარით იზრდება. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის  გადაწყვეტილებას  ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებით ხსნის.

„ბოლო წლების ტენდეციის მიხედვით, სამინისტროს დაფინანსება მუდმივად იზრდებოდა და 2008 წელს მისმა დაფინანსებამ მთლიანი ხარჯების 23%, მთლიანი შიდა პროდუქტის 8,1% შეადგინა.  2009 წლიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების ოდენობა შემცირდა და მიმდინარე წელს მთლიანი ხარჯების 9,3 % გახდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები დამტკიცებულთან შედარებით 44,6 ათასი ლარით იზრდება და 704,631.2 ათასი ლარი ხდება,“ – განაცხადა გვინდაძემ.

პარლამენტის ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე ფინანანსთა მინისტრისაგან თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენას მოითხოვს.

“ემუქრება თუ არა ქვეყნის უსაფრთხოებას რამე? ჩნდება ეჭვი, რადგან ერთ თვეში თავდაცვის ბიუჯეტის 45 მილიონით გაზრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია”– განაცხადა ვეფხვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი