ეკონომიკა

პარლამენტში სამთავრობო საათი და პოლიტიკური დებატები გაიმართება.

21 ნოემბერი, 2011 • 1066
პარლამენტში სამთავრობო საათი და პოლიტიკური დებატები გაიმართება.

პარლამენტის ბიუროს 21 ნოემბრის სხდომაზე ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების” ინიციატივა განიხილეს  და გადაწყდა, რომ 24 ნოემბერს პარლამენტში სამთავრობო საათზე რამდენიმე მინისტრი გამოცხადდება.

25 ნოემბერს, საპარლამენტო  სესიაზე, მთავრობის ათპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები შედგება. ქრისტიან დემოკრატიული ფრაქციის წევრის და პარლამენტის ვიცე სპიკერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასურველია, რომ პარლამენტში საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაურიც მივიდეს, რადგან ის 10–პუნქტიანი გეგმის ავტორია და პარლამენტარებისთვის მისი მოსაზრებები საინტერესო იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით,  დებატების გამართვასთან დაკავშირებით, მას კონსულტაციები ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც დებატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ბაქრაძე,  პარლამენტის სესიის დაწყებამდე ნიკა გილაურთან კიდევ ერთ კონსულტაციას გაივლის და საბოლოო თარიღს გამოაცხადებს, თუ როდის მივა ნიკა გილაური  პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი