ეკონომიკა

სპეციალური და საგანგებო ნომრები შეიცვალა

15 ნოემბერი, 2011 • 1095
სპეციალური და საგანგებო ნომრები შეიცვალა

საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში ნუმერაციის ეროვნული სისტემის ახალი დებულების შესაბამისად , დღეიდან ქვეყნის ფიქსირებულ ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში 1XX(XXX) ფორმატის სპეციალური და საგანგებო მოკლე ნომრების (კოდების) დანერგვის სამუშაოები დაიწყო.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ცვლილების პირველ ეტაპზე საგანგებო სამსახურების 0X(X) ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრები შეიცვალა 1XX ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრებით.

სახანძრო – სამაშველო სამსახურის ნომრები – 01 და 011 შეიცვალა ნომრით – 111; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომრები 03 და 033, შეიცვალა ნომრით – 113; გაზის საავარიო სამსახურის ნომერი – 04 შეიცვალა ნომრით -114; საპატრულო პოლიციის ნომერი – 022 შეიცვალა ნომრით – 122; დაცვის პოლიციის ნომერი – 025 შეიცვალა ნომრით – 125.

გარდამავალ ეტაპზე დღეიდან 30 ნოემბრამდე ძველი 0X(X) ფორმატის და ახალი 1XX ფორმატის მოკლე ნომრების ერთდროული მოქმედება იქნება შესაძლებელი, დეკემბრიდან კი საგანგებო სამსახურების მხოლოდ ახალი 1XX ფორმატის მოკლე ნომრები იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი