ეკონომიკა

სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საბერძნეთის კრიზისის შესახებ

9 ნოემბერი, 2011 • 932
სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საბერძნეთის კრიზისის შესახებ

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის ედვარდ გარდნერის განცხადებით, ევროზონამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საბერძნეთის კრიზისი სხვა ქვეყნებს არ გადაედოთ.

„საბერძნეთის ვალი მთლიანი ევროზონის ვალის 4 პროცენტია. ეს არის დაბალი და მართვადი მაჩვენებელი. მაშინ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ არის საბერძნეთის კრიზისი საშიში ევროზონისთვის? ამ კითხავაზე პასუხი ცალსახაა: თუ ევროზონაში საბერძნეთთან დაკავშირებით გაურკვევლობა კიდევ გაგრძელდა, ამ ფონზე მოხდება აქტივების ცვალებადობა, აქტიური ინვესტორები აღარ მოახდენენ ინვესტირებას. ევროზონის ქვეყნების ხარჯები გაუარესდება, ხოლო ფასიან ქაღალდებზე პროცენტი აიწევს,“– ამბობს გარდნერი.

გარდნერის თქმით, ამ რისკების თავიდან ასაცილებლად ევროზონამ უნდა აამოქმედოს მწვანე სცენარი: „უნდა გადაიჭრას საბერძნეთის ვალის პრობლემა. რადგან ეს ისეთი შემთხვაა, როცა კრიზისი გადამდები ხდება. კერძოდ, უნდა მოხდეს იმ ქვეყნების ლიკვიდურობის ზრდა, ვისაც ფინანსური პრობლემები აქვს. ევროზონის ამ ქვეყნებში ბანკები უნდა გაძლიერდნენ. ევროზონაში ამ გეგმას აქტიუარდ განიხილავენ.“

მასალების გადაბეჭდვის წესი