ეკონომიკა

შვედეთის სტატისტიკის მისია საქსტატში

8 ნოემბერი, 2011 •
შვედეთის სტატისტიკის მისია საქსტატში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 7-11 ნოემბერს საქსტატს ერთდროულად შვედეთის სტატისტიკის ორი მისია ეწვია.

შვედი ექსპერტების ერთი ჯგუფი ეროვნული ანგარიშების, ხოლო მეორე  ფასების სტატისტიკის სამმართველოში იმუშავებს.

კვირის განმავლობაში შვედი სტატისტიკოსები საქსტატის თანამშრომლებთან ერთად მწარმოებელთა ფასების გაანგარიშების მეთოდოლოგიასა და კითხვარის სრულყოფის მიმართულებით იმუშავებენ, ხოლო ეროვნული ანგარიშების სამმართველში მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშების მეთოდოლოგიის საკითხებზე.

საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი