ეკონომიკა

ინვესტორთა ასოციაცია საერთაშრისო სავაჭრო პალატის (ICC) წევრი გახდა

7 ნოემბერი, 2011 •
ინვესტორთა ასოციაცია საერთაშრისო სავაჭრო პალატის (ICC) წევრი გახდა

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC)  პრივილეგირებული პარტნიორი და დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

2009 წელს ბათუმში საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ექვსმა უცხოური ინვესტიციებით შექმნილმა კომპანიამ დააფუძნა. დღეს ასოციაცია 16 წევრს და 8 კანდიდატ მეწარმე–სუბიექტს აერთიანებს.

კომპანიები, ძირთადად, წარმოების სფეროში ოპერირებენ, მათ შორის, ტექსტილი (ტანსაცმელის კერვა), სამშენებლო საქმე, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობა და ინდუსტრია.  2005 წლიდან დღემდე ასოციაციის წევრმა კომპანიებმა საქართველოში, ძირითადად, აჭარის რეგიონში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და  5000 ათასი ადამიანი  დაასაქმეს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებით: „უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორიოს ინვესტორთა ასოციაციის გაწევრიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატაში, რადგან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შევძლებთ დავიცვათ ბიზნესის ინტერესები, გავაუმჯობესოთ რეგიონებში საინვესტიციო კლიმატი, გავაცნოთ საქართველოს მთავრობას ბიზნესის წარმომადგენლების ინტერესები და შეხედულებები, მათ შორის მუდმივ კომუნიკაციას ხელი შევუწყოთ“.

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა 100-ზე მეტ ადგილობრივ მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს აერთიანებს. როგროც ცნობილია, საერთაშრისო სავაჭრო პალატა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ბიზნეს– ორგანიზაციას წარმოადგენს. იგი 130 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და აერთიანებს ასიათასობის წევრს. ის მჭიდროდ თანამშრობლობს საერთაშორისო სავაჭრო  ორგანიზაციებთან, საერთაშრისო საბაჟო ორგანიზაციებთან, დიდი რვიანთან და გაეროსთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი