ეკონომიკა

საფრანგეთის ბიზნეს-საკონსულოს გენერალური ასამბლეა თბილისში

4 ნოემბერი, 2011 • 1123
საფრანგეთის ბიზნეს-საკონსულოს გენერალური ასამბლეა თბილისში

ფრანგული კაფე “kafe de franse ” დღეს საფრანგეთის ბიზნეს-საკონსულოს (FBC) გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს, რომელიც ორგანიზაციის “ვაჭრობისა და ინდუსტრიის ფრანგულ-ქართულ საბჭოდ” გარდაქმნას მიეძღვნება.

“FBC-ის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ქართულ და ფრანგულ მხარეებს შორის კომუნიკაციისთვის მყარი პლატფორმის ჩამოყალიბება, სავაჭრო ურთიერთობების გამყარება და საქართველოში  ფრანგული ინვესტიციებისათვის ხელის შეწყობა. წარმატებული სამწლიანი ფუნქციონირების შემდეგ, FBC-მ მომავალი განვითარებისა და წევრი კომპანიების კმაყოფილების ზრდისათვის გადაწვიტა, ძლიერ საერთაშორისო ქსელს შეერთებოდა. “ვაჭრობისა და ინდუსტრიის ფრანგული საბჭო” მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ფრანგული ბიზნესის განვითარებაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იგი ფასდაუდებელი რესურსია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი ოპერაციები საფრანგეთის გარეთაც გაიტანონ,”- ნათქვამია საფრანგეთის ბიზენს-საკონსულოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

გენერალურ ასამბლეას დაესწრებიან საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი