ეკონომიკა

მაგანაზე ჰიდროელექტროსადგურის კასკადი აშენდება

27 ოქტომბერი, 2011 • 1023
მაგანაზე ჰიდროელექტროსადგურის კასკადი აშენდება

საქართველოს მთავრობასა და თურქულ კომპანია ATAÇ CONSTRUCTION AND INDUSTRY შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სამეგრელოს რეგიონში, მდინარე მაგანაზე, მაგანას და ლექარდეს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას.

მემორანდუმს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა და თურქული კომპანია ATAÇ CONSTRUCTION AND INDUSTRY-ს მმართველთა საბჭოს უფროსმა ალილ ათამანმა მოაწერეს ხელი.

მაგანას და ლექარდეს ჰესების დადგმული სიმძლავრე 20-20 მგვტ-ია. მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყება და 2016 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. თურქული კომპანია 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი