ეკონომიკა

საგანგებო სამსახურების ნუმერაციები იცვლება

21 ოქტომბერი, 2011 •
საგანგებო სამსახურების ნუმერაციები იცვლება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებში ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოთა კოორდინაციის  კომისიის გაფართოებული სხდომა  გაიმართება. სხდომაზე საგანგებო სამსახურების ნუმერაციები შეცვლის საკითხი განიხილება.

„სართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წამოწყებული რეფორმა კავშირგაბმულობის დარგში, რომელიც ეხება ქვეყნის სატალეფონო ნუმერაციის ახალ ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანას, წარმატებულად მიმდინარეობს. ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილია აღნიშნული რეფორმის მე-3 ფაზის განხორციელების დაწყება, კერძოდ, ქვეყნის ფიქსირებულ ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი 0X(X) ფორმატის მოკლე ნომრები შეიცვლება 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრებით“– ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეიცვლება ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების ტელეფონების არსებული  მოკლე სპეციალურინომრები და ისინი შემდეგი სახის იქნებიან:

სახანძრო – სამაშველო სამსახურის ტელეფონების ნომრები – 01 და 011, შეიცვლება ნომრით – 111; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტელეფონების  ნომრები 03 და 033, შეიცვლება ნომრით – 113; გაზის საავარიო სამსახურის ტელეფონის ნომერი – 04, შეიცვლება ნომრით -114; საპატრულო პოლიციის ტელეფონის  ნომერი – 022, შეიცვლება ნომრით – 122; დაცვის პოლიციის ტელეფონის  ნომერი – 025, შეიცვლება ნომრით – 125.

ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების გამოსაძახებლად  ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი სამსახურების მოკლე სპეცნომრები. (სახანძრო-სამაშველო სამსახური-111, სასწრაფოსამედიცინო დახმარება-113, გაზის საავარიო სამსახური-114, საპატრულო პოლიცია -122, დაცვის პოლიცია-125)

შეიცვლება ყველა სხვა ორგანიზაციების და სამსახურების ტელეფონების მოკლე ნომრები, რომლებიც ციფრი ”0” -ით ან ციფრი ”8”-ით იწყება, მათი და 1XX(XXX) ფორმატის ნომრების მქონე სხვა და სხვა ორგანიზაციების და სამსახურების გამოძახების წესი შემდეგი იქნება:

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაძახებელი სამსახური ან/და ორგანიზაცია, ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონოქსელების აბონენტები ერთი და იგივე ქალაქის ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობენ, სატელეფონოქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი სამსახურის მოკლე ნომერი;  იმ შემთხვევაში, თუ გამოსაძახებელი სამსახური ან/და ორგანიზაცია და  ფიქსირებული ადგილობრივი და მობილურისატელეფონო ქსელების აბონენტები სხვა და სხვა ქალაქის ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობენ,სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება პრეფიქსი ”8”, იმ ქალაქის კოდი, სადაც გამოსაძახებელი სამსახური მდებარეობს და გამოსაძახებელი სამსახურის ნომერი. გარდამავალ ეტაპზე, მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან  28 ნოემბრამდე უზრუნველყოფილი იქნება ძველი 0X(X) ფორმატის და ახალი1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრების თანამოქმედება, ხოლო  28 ნოემბრიდან კი იმოქმედებენ მხოლოდ 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნო

მასალების გადაბეჭდვის წესი