ეკონომიკა

ეროვნული ბანკი „ქართუ ბანკს“ შეამოწმებს

19 ოქტომბერი, 2011 • 1000
ეროვნული ბანკი „ქართუ ბანკს“ შეამოწმებს

 

ეროვნული  ბანკის ზედამხედველობის სამსახური  „ქართუ ბანკის “ შემოწმებას აპირებს.  ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი  ავრცელებს.

 

„კანონმდებლობის თანახმად, საბანკო ზედამხედველობა კომერციული ბანკების  დისტანციური და ადგილზე შემოწმების მეთოდით მიმდინარეობს. შემოწმების ინტენსივობა განისაზღვრება, როგორც ბანკის რისკის პროფილის, ასევე წარმოქმნილი განსაკუთრებული ვითარებების გათვალისწინებით “ _ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკი თავის განცხადებაში „ქართუ ბანკში“ შესამოწმებლად შესვლის მიზეზად მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს და გუშინ ბანკის ინკასაციის მანქანის დაკავებას ასახელებს.

„დეტალურ შესწავლას საჭიროებს 18 ოქტომბერს სს „ბანკ ქართუში“  მომხდარი ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს სსკ–ის 194–ე მუხლის მეასმე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრება) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანასური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე დეტალური შესწავლსი გზით შეფასოს სს „ბანკ ქართუში“შექმნილი ვითარება. პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს  ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია“– ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„ქართუ ბანკიდან” ფულის გატანის მაჩვენებელი გაიზარდა

“ბანკი ქართუს” თანამშრომლებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ

მასალების გადაბეჭდვის წესი