ეკონომიკა

საინვესტიციო სააგენტოს სავაჭრო ვებგვერდი აქვს

19 ოქტომბერი, 2011 • 1239
საინვესტიციო სააგენტოს სავაჭრო  ვებგვერდი აქვს

 

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო დღეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის  ბრიფინგს აწყობს, სადაც  სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის მიერ შემუშავებული ახალი ვებ-გვერდის www.tradewithgeorgia.com გაცნობა მოხდება. ღონისძიება გაიმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობაში გაიმართება.

ახალ სავაჭრო ვებ-გვერდზე განთავსებულია ქართველ ექსპორტიორთა ონლაინ მონაცემთა ბაზა და პროდუქციის კატალოგი, რომლის საძიებო სისტემაც აბსოლუტურად მორგებულია უცხოელ ტრეიდერებზე და საშუალებას აძლევს, მოიძიონ ქართული პროდუქტი – როგორც დასახელების, ისე HS კოდების მიხედვით. სააგენტოს ახალ ვებ-გვერდზე უკვე დარეგისტრირებულია 248 ქართული კომპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი