ეკონომიკა

მსხვილი ბიზნესი მთავარი დამსაქმებელია

18 ოქტომბერი, 2011 • 1123
მსხვილი ბიზნესი მთავარი დამსაქმებელია

ოფიცილური დეკლარირებული მონაცემებით,  2010 წელს საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ  24,4, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 13,3 მილიარდი ლარი შედგინა. მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 83,9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 9,6 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 6,5 პროცენტი. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში. მსხვილი ბიზნესი – 81,6 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 11,0  პროცენტი, მცირე ბიზნესი – 7,4 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებული საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 18,5, ხოლო გასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა  11,8 მილიარდი ლარი შედგინა.

საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 397,8 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 39,0 პროცენტი ქალია, ხოლო 61,0 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა ასე ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 56,4 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 23,1 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 20,5 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი