ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გზავნილებით რუსეთი ლიდერობს

18 ოქტომბერი, 2011 • 1000
საქართველოში ფულადი გზავნილებით რუსეთი ლიდერობს

2011 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 101.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 168.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.6 მლნ აშშ დოლარით (27.6 მლნ ლარით), ანუ 19.5 პროცენტით მეტია 2010 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.0 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 91.0 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მიხედვით საქართველოში კვლავ რუსეთი ლიდერობს. 2011 წლის სექტემბრის მონაცემებით, ამ ქევყნიდან საქართველოში 58,2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, 7,7 მლნ აშშ დოლარი. მესამეზე– იტალია, 6,5 მლნ აშშ დოლარი. მეოთხეზე– აშშ –6,5 მლნ აშშ დოლარით. უკრაინიდან საქართველოში 4,6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, თურქეთიდან –2,5 მლნ აშშ დოლარი. ესპანეთიდან– 2,1 მლნ აშშ დოლარი, ინდოეთიდან –1 მლნ აშშ დოლარი, ირაელიდან –1,3 მლნ აშშ დოლარი, გერმანიიდან –1,0 მლნ აშშ დოლარი.

2011 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.4 მლნ აშშ დოლარი (12.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 7.2 მლნ აშშ დოლარის (13.3 მლნ ლარი) გასული წლის სექტემბერში.

ამავე თემაზე:

ფულადი გზავნილები საქართველოში

რუსეთი საქართველოს უმსხვილესი დონორი

საქართველოში ფულადი გზავნილების ლიდერი ისევ რუსეთია

მასალების გადაბეჭდვის წესი