2011 წლის ორ კვარტალში საქართველოდან 184 432,7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობამ 27 889,8 აშშ დოლარი შეადგინა, დსთ–ს ქვეყნებში ექსპორტის მოცულობამ კი– 91 094,7 აშშ დოლარი.
დსთ–ს ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა აზერბაიჯანში განხორციელდა – 45 348.4 აშს დოლარი, მეორე ადგილზეა სომხეთი– 24 210.7 აშშ დოლარი, მესამეზე კი უკრაინა– 10 032.3 აშშ დოლარი.
საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობით ბულგარეთი ლიდერობს – 14 101.7 აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია– 3 855.4 აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე ესპანეთი – 1 091.4 აშშ დოლარი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტი 103 ქვეყანაში ხორციელდება.