ეკონომიკა

საგადასახადო მონიტორინგს გაამკაცრებს

13 ოქტომბერი, 2011 •
საგადასახადო  მონიტორინგს გაამკაცრებს

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. კერძოდ, ემატება მუხლი  2571, რომელიც საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობს. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, რუსუდან კემულარიამ წარადგინა. ცვლილების თანახნმად,  1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე უფლებამოსილი პირის/პირების მიმაგრებით საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2. საგადასახადო მონიტორინგის მიზანია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შესახებ მონაცემების მოპოვება ან/და დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის/დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენა.“

რუსუდან კემულარიას განმარტებით, ეს ცვლილება საგადასახადო სამსახურსა და გადამხდელებს შორის მჭიდრო ურთიერთობას ჩამოაყალიბებს და გადასახადების მობილიზებას შეუწყობს ხელს. თუმცა, რა ფორმით განხორციელდება მონიტორინგი, ჯერ დადგენილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი